თავში

"ენმ" დმანისში მომხდარის გამო, "ოცნების" კანდიდატისგან კანდიდატურის მოხსნას ითხოვს

"ენმ" დმანისში მომხდარის გამო, "ოცნების" კანდიდატისგან კანდიდატურის მოხსნას ითხოვს
ენმ დმანისში მომხდარის გამო, ოცნების კანდიდატისგან კანდიდატურის მოხსნას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დმანისის თავდასხმაში "ქართული ოცნების" წევრებს ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კანდიდატურა უნდა მოხსნას.

"თავდამსხმელების ჯგუფს ხელმძღვანელობდა წარსულშიც პოლიტიკურ ძალადობაში მონაწილე პირი, ზურაბ ოკმელაშვილი. მისი შვილი, მაკა ოკმელაშვილი არის დმანისში "ქართული ოცნების" სიის მესამე ნომერი.

დავით დაუთაშვილი არის "ოცნების" ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი - მან ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ჭრილობა მიაყენა ჩვენს ორ მხარდამჭერს. არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები. არსებობს უამრავი მოწმე. თავად მიხეილ დაუთაშვილი ადგილზე წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, დააკავონ ეს მოძალადეები.

ნორმალურ ქვეყანაში უნდა მოიხსნას კანდიდატი, ასევე, მათთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან.

მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა მოახდინონ დროული და უმკაცრესი რეაგირება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მომავალში ამგვარი ძალადობრივი მოქმედებები "ქართული ოცნების" მხრიდან", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, დმანისის სოფელ განთიადში მოქმედ მერს - გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system