თავში

ენმ-ის კოორდინატორი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით სცემეს

ენმ-ის კოორდინატორი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით სცემეს
ენმ-ის კოორდინატორი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით სცემეს

'ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი, ედუარდ პეტროსიანი აცხადებს, რომ წალკაში მას პოლიტიკური ნიშნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

პეტროსიანი ფიზიკურ ძალადობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მაშინ, როცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, გზაზე დახვდნენ და დაემუქრნენ, რის შემდეგაც, მისი მტკიცებით "ქართული ოცნების" ადგილობრივი წარმომადგენელი ფიწლით გამოუდგა და სცემა.

"დამხვდა რამდენიმე მანქანა. მანქანები ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იყვნენ. ერთი ახალგაზრდა, მაღალი, სუსტი ბიჭი იყო, დამხვდა, გამაჩერებინა მანქანა და მკითხა, რომელი პარტიიდან ვიყავი, რას ვსაქმიანობდი. ვუთხარი, რომ არ ვიყავი ვალდებული მისი კითხვებისთვის მეპასუხა. მანქანის სარკიდან დავინახე ორი ადამიანი გამოვიდა ნიღბით. მივხვდი. რომ გამოგზავნილები იყვნენ. მკითხეს, რატომ ვუშლიდი ხელ სხვებს და უცებ დამარტყეს“- განაცხადა ედუარდ პეტროსიანმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system