თავში

ენმ-ის სია ცნობილია - ვინ არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები

ენმ-ის სია ცნობილია - ვინ არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები
ენმ-ის სია ცნობილია - ვინ არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სია წარადგინეს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, 31 ოქტომბერს მათი გამარჯვება გარდაუვალია და 2012 წლის 1 ოქტომბრის მსგავსად, საქართველოში კიდევ ერთი სიმბოლური დღე გაჩნდება.

„სიმბოლური დღეა 1 ოქტომბერი. 2012 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში დემოკრატია შედგა, ხელისუფლება დემოკრატიულად შეიცვალა და იზეიმა ქართველმა საზოგადოებამ. დღეს, ამ ტრიბუნიდან მე გპირდებით, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს შედგება ჩვენი გამარჯვება და ჩევნი ქვეყანა იზეიმებს კიდევ ერთ გამარჯვებას. ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ, რადგან წარსულის გამოცდილების საფუძველზე და მომავალი სწორი ხედვით ზუსტად ვიცით რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოსაყვანად. ჩვენს გუნდს ეს შეგვიძლია და 31 ოქტომბერი იქნება ჩვენი გამარჯვების დღე. დღევანდელ დრეს ჩვენი გამარჯვების სიას წარმოგიდგენთ, ნომერი პირველი არის ელგუჯა ბაგრატიონი, მეორე გიორგი კირთაძე, შემდეგი გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, მამული სურმანიძე, ასმათ დიასამიძე, დავით კონცელიძე და მამულა ჯიღაევი",-განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system