თავში

ენმ-მ ხელი შეუწყო მმართველ პარტიას - ელისაშვილი

ენმ-მ ხელი შეუწყო მმართველ პარტიას - ელისაშვილი
ენმ-მ ხელი შეუწყო მმართველ პარტიას - ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით დაეხმარა "ქართულ ოცნებას", გასულიყო შეთანხმებიდან.

მისი თქმით, როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა, არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად. 

"ეს არის უპასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და მონაწილეობენ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაში. ასევე, დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა სიდიდით მეორე პოლიტიკურმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, რითაც ხელი შეუწყო მმართველ პარტიას, ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე. ფაქტია, რომ, როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა, არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად, რის გამოც ჩვენზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე, პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია", - წერს ალეკო ელისაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system