თავში

ენმ "პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს

ენმ "პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს
ენმ პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს

"ამ დღეებში გავრცელდა დოკუმენტებით დადასტურებული ინფორმაცია, რომ პარტია "ატრიოტთა ალიანსი" კრემლიდან ფინანსდება,"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. 

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. ისინი პირდაპირ არიან ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულები და მათ რბილ ძალას წარმოადგენენ საქართველოში. ისინი ატარებენ კრემლის პოლიტიკას. ახლა ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია მათ დაფინანსებაზე. საუაბრია 8 მილიონ 430 ათას დოლარზე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ხელისუფლებისგან, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი და კრემლის მიერ მართული ორგანიზაცია საარჩევნო პროცესიდან მოიხსნას და ჩამოშორდეს საპარლამენტო არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს ყველა ნორმალური პოლიტიკური გაერთიანება თუ ცალკეული მოქალაქე, რადგან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზეა საუბარი,"- განაცხადა ბარამიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system