თავში

ენმ-ს წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში 20 ივნისის ამსახველი ფოტოები გააკრეს

ენმ-ს წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში 20 ივნისის ამსახველი ფოტოები გააკრეს
ენმ-ს წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში 20 ივნისის ამსახველი ფოტოები გააკრეს

ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარლამენტში პერფორმანსის სახით 20 ივნისის ღამის ამსახველი ფოტო მასალა გააკრეს. მათი თქმით, ამ პერფორმანსით მმართველ გუნდს 20 ივნისის სისხლიანი ღამე შეახსენეს.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, "ოცნების" წევრები უნდა შეეგუონ იმას, რომ საქართველოში შემოუშვეს ოკუპანტი, რომელიც პარლამენტში შეკრებილებს რუსულად მიმართავდათ და ამაზე პროტესტი არ ჰქონიათ. 

"ვაკრავ იმას, რაც რეალურად მოხდა 2020 წლის 20 ივნისს. მე შევპირდი ძალიან ბევრ ადამიანს, იმიტომ, რომ ჩემს ოჯახის წერვებთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდექით 2019 წლის 20 ივნისს, როცა აი აქ, პარლამენტში, აი აქ ამ დარბაზში, აი აქ, ამ ტრიბუნასთან, სადაც ნამდვილად არის ის სული, რომელიც არის ის სული, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის სული და სიმბოლო იჯდა რუსი ოკუპნატი და ხასიათით, სიმბოლოთი, ბატონი გავრილოვი წარმოადგენდა ზუსტად იმას ვინც არ უნდა შემოსულიყო საქართველოს საზღვარზე ვერასდროს, არასდროს და ამას იძლეოდა საქართველოს კანონმდებლობა", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system