თავში

"ენმ"-სა და "ლელოს" ერთობლივი განცხადება აჭარაში

"ენმ"-სა და "ლელოს" ერთობლივი განცხადება აჭარაში
ენმ-სა და ლელოს ერთობლივი განცხადება აჭარაში

ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ენმ-მ და ლელომ მეგობარი ქვეყნების საელჩოებს მიმართეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ რთული მდგომარეობის გამო, ითხოვს მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან შეხვედრას .

"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ძალიან დიდ პატივისცემას, მაგრამ წყენანარევი ტონით გვინდა ვთქვათ, რომ მეგობრებო, ჩვენ ამ ქვეყანაში მეგობრობა ორმხრივი ვიცით. საქართველომ ევროპული ღირებულებებისთვის პირდაპირი გაგებით სისხლი დაღვარა და არასდროს უკან არ დაუხევია და არც დაიხევს. მაგრამ მე მგონია, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც ამხელა პოლიტიკური სკანდალია ჩვენს ქალაქში, მდუმარება ჩვენი მეგობრებისა, ერთგვარად დიახ, ახალისებს "ალტ ინფოს" მსგავს რევანშისტულ ძალებს. ჩვენ გვინდა თქვენთან შეხვედრა, როგორც მეგობრებთან",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

გიორგი კირთაძის თმით, ისინი შეხვდებიან დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებსა და მესამე სექტორს, რათა დოკუმენტალურად აუხსნან რა დარღვევები ხდება ბათუმში და ზოგადად აჭარაში.

"იმ ფონზე, როცა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამოძიებას საქმის მთავარი ბრალდებული თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე ხელმძღვანელობს, იმ ფონზე, რომ ბათუმის ბიუჯეტი ძალადობრივად დაამტკიცა ვადაგასულმა საკრებულომ, სხვა გზა აღარ რჩება. ჩვენი ჯგუფი მომავალი კვირიდან ჩავა თბილისში და ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა პირადად ავუხსნათ რა წარმოუდგენელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში," - განაცხადა გიორგი კირთაძემ ენმ-ის წევრმა.

"ლელოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ხელისუფლების მიტაცება ნათლად ხდება და არადემოკრატიული პროცესები საერთაშორისო პარტნიორებს, საელჩოებს განსაკუთრებით ადარდებთ.

"ყველას უნახავს ჩემი და სხვა თანამებრძოლების უკომპრომისო ბრძოლა, არც ახლა ვაპირებთ დანებებას, რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ და ბოლომდე ვივლით, სანამ არ მივიტანთ ყველა პრობლემას ჩვენს მეგობრებამდე, იმ ადამიანებამდე, რომლებსაც შეუძლიათ ამ პრობლემის აღმოფხვრა, შეცვლა, იმ ზეწოლის განხორციელება, რომელიც დაასრულებს ქართული ოცნების იმ ძალადობრივ პოლიციურ რეჟიმს, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ," - აღნიშნა ირაკლი კუბრაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system