თავში

ენმ - სამედიცინო ვაუჩერი პენსიონერებს და საგადასახადო შეღავათები მოსახლეობას

ენმ - სამედიცინო ვაუჩერი პენსიონერებს და საგადას
ენმ - სამედიცინო ვაუჩერი პენსიონერებს და საგადასახადო შეღავათები მოსახლეობას

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ინიციატივები წარმოადგინა. მათ შორისაა სწრაფი, მასობრივი ტესტირები, საგადასახადო შეღაბათები და პენსიონერებისთვის სამედიცინო ვაუჩერის დარიგება. ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეს, არ არის დრო, როდესაც ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ ჩასაფრებული პოზიციით. ჩვენ, ან ერთად გავიმარჯვებთ პანდემიაზე, ან დავმარცხდებით, როგორც საზოგადოება. ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმა, არის შეთავაზება ხელისუფლებისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს კორონავირუსთან ბრძოლა. უნდა დაიწყოს მასობრივი ტესტირების სწრაფი ჩატარება. უნდა დავეხმაროთ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, მოხუცებს და მათ, ვისაც ემუქრება სახლის წართმევა და უკანასკნელი სახსრების დაკარგვა, საგადასახადო აღსრულების გამო. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს უფროსი თაობის დაცვა და ამისათვის აუცილებელია სამედიცინო ვაუჩერი გადაეცეთ პენსიონერებს, რაც მათ მისცემთ საშუალებას, უკვე დღეს-ხვალ, შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც იმუნიტეტის გაძლიერებისთვის არის საჭირო, რათა ისინი უკეთ მომზადებული დახვდნენ ეპიდემიას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმის ეკონომიკური ნაწილი სამი თვით შემდეგი ტიპის ღონისძიებების შეჩერებას გულისხმობს:

1. იძულებითი აუქციონები;

2. იძულებითი სააღსრულებო წარმოება;

3. დღემდე არსებული ადმინისტრაციული ჯარიმების ამოღება;

4. საგადასახადო ორგანოების მიერ, იძულებითი სააღსრულებო წარმოება;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system