თავში

ენმ სასამართლოს "კლანურ მმართველობაზე" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ენმ სასამართლოს "კლანურ მმართველობაზე" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ენმ სასამართლოს კლანურ მმართველობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკითხს ბიუროს სხდომაზე დღეს დაარეგისტრირებენ.

"მთელი ცივილიზებული სამყარო უმძიმეს შეფასებას აძლევს საქართველოში, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას. სენატის საგარეო კომიტეტის უმაღლესი ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, პარტნიორების ხაზგასმული აქცენტი არის იმაში, რომ საქართველოს სასამართლოში მოქმედებს და თავხედურად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეწევა კლანი და ეს კლანი ძირს უთხრის არამხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას, არამედ რეალურად მოქმედებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები, ბიზნესს არ აქვს თავისუფალი სასამართლოს იმედი...

შესაბამისად, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია საქართველოს პარლამენტს რეგლამენტის თანახმად მიმართავს მოთხოვნით, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის კლანურ მმართველობას საერთო სასამართლოებში, დაადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მართლმსაჯულების მიმართულებით კლანის გადაწყვეტილებებს და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს ანგარიში შემდეგ გადაეგზავნება ჩვენს საერთშორისო პარტნიორებს", - განაცხადა დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system