თავში

ენმ სიტუაციის რადიკალიზაციისა და არეულობისთვის ემზადება - მდინარაძე

ენმ სიტუაციის რადიკალიზაციისა და არეულობისთვის ემზადება - მდინარაძე
ენმ სიტუაციის რადიკალიზაციისა და არეულობისთვის ემზადება - მდინარაძე

ნაციონალური მოძრაობა სიტუაციის რადიკალიზაციისა და არეულობისთვის ემზადება, - ამის შესახებ პარტია"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არჩევნების დღეს პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას გეგმავს.

"ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს, პარლამენტის წინ, 12 საათიდან იკრიბებიან. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზებას ამ მიმართულებით და არა საარჩევნო მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას, ხაზს ვუსვამ არჩევნების დღეს, 12 საათიდან. ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის სასოწარკვეთილების პიკში მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ, შესაბამისად მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნება ჩართული, როგორც ჩანს, ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით, ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება," - განაცხადა მამუკა მდინარაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system