თავში

ენმ-ს არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობისთვის არ სცალია - მელია

ენმ-ს არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობისთვის არ სცალია - მელია
ენმ-ს არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობისთვის არ სცალია - მელია

მე პირადად, წინააღმდეგი ვარ, რომ 2 ოქტომბრამდე იმ თავყრილობაში მონაწილეობა მივიღოთ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია "ლელოს" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს.

მისივე თქმით, ყველაფერი 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გადაწყდება.

"2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. მანამდე ველზე სამუშაო ძალიან ბევრია. ორი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები და აუცილებლად ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, იქ ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია, შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისიები, თუ საჭირო იქნება და ა.შ. 2 ოქტომბრამდე "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია. უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. 2 ოქტომბერს გადაწყდება ყველაფერი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system