თავში

EPP: სასწრაფოდ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში

EPP: სასწრაფოდ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში
EPP: სასწრაფოდ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში

ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში.

განცხადებას EPP ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

განცხადებაში ევროპელი პოლიტიკოსები ასევე წერენ რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ნებისმიერი გაუარესებაზე პასუხისმგებელი სწორედ მმართველი პოლიტიკური ძალა იქნება.

"გამოვთქვამთ შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system