თავში

კალაძე: თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც საქართველო

კალაძე: თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც საქართველო
კალაძე: თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც საქართველო

ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა სააქართველო, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევას.

კახა კალაძის განცხადებით, ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, მეგობარ ქვეყანას უხერხულობას უნდა უქმნიდეს.

,,უკრაინა არის ჩვენი სტრაგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მათი მხრიდან მიღებული კონკრეტული ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და არის დამნაშავე, მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი თანამდებობაა თუ მოგონილი თანამდებობა. ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, განცხადებებიც იყო ამასთან დაკავშირებით გაჟღერებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა თავმოყვარე ქვეყანა და სახელმწიფო მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა ჩვენი ხელისუფლება",  - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საქართველოში გამოიწვიეს, საგარეო უწყებაში კონსულტაციებზე მივიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system