თავში

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ - რას ამბობს კობახიძე კალაძეზე

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ - რას ამბობს კობახიძე კალაძეზე
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ - რას ამბობს კობახიძე კალაძეზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე რეიტინგით პირველ ადგილზეა.

მისი თქმით, თბილისის მოქმედი მერი ქართულ პოლიტიკაში მაღალრეიტინგული ფიგურაა და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში.

"ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური და დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ. შემიძლია ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ კახი კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით. ეს არის არსებული მოცემულობა, ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system