თავში

ერგნეთში დღეს რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში დღეს რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში დღეს რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, დაესწრება. 

დღეს ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ლაშა ხეთერელის უპირობო გათავისუფლებას. ასევე განიხილება გამყოფი ხაზის პერიმეტრზე დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა იმ ინციდენტს განიხილავენ, რაც საოკუოპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. მათ შორის, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები. უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system