თავში

ზურაბ ჯაფარიძე: ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან

ზურაბ ჯაფარიძე: ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან
ზურაბ ჯაფარიძე: ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც "ლელო საქართველოსთვის" პარტიის წევრი ამბობს, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ დაუჭერს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სახელმწიფოს საქმე არ არის, ვინ ვისთან ქმნის ოჯახს. ხოლო "ლელოს" ეს გადაწყვეტილება, სხვა პარტიების მსგავსად, ხალხის ხმების დაკარგვის შიშითაა გამოწვეული.

"მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას. შესაბამისად, ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან. ქორწინებაში ვგულისხმობ ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას; რელიგიური რიტუალი კონკრეტული კონფესიის საქმეა. ზოგადად, ვთვლი რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა. და ლელოზე ნუ გადაირევით მაინცდამაინც, სხვა პარტიებსაც იდენტური ან ოდნავ გაბლარული პოზიცია აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში; იმიტომ კი არა რომ რამე პრინციპს იცავენ. ხალხის რისხვის და ხმების დაკარგვის ეშინიათ."- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გუშინ დავით უსუფაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ლელო საქართველოსთვის" ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ დაუჭერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system