თავში

ერთ საიდუმლოს გეტყვით, ახლა ამის თქმა შემიძლია - თაკო ჩარკვიანი

ერთ საიდუმლოს გეტყვით, ახლა ამის თქმა შემიძლია - თაკო ჩარკვიანი
ერთ საიდუმლოს გეტყვით, ახლა ამის თქმა შემიძლია - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი "საიდუმლოს ამხელს".

როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ოპოზიცია კომპრომისზე წასვლას ფიქრობდა და პლებისციტზეც სწორედ ამიტომ ალაპარაკდა.

"ერთ საიდუმლოს გეტყვით, ახლა ამის თქმა უკვე შემიძლია. ფინალში, თქვენ ფიქრობთ, რომ მთელი ოპოზიცია განა ისეთი უპასუხისმგებლოები ვიყავით, რომ ჩვენ არ ვფიქრობდით? კომპრომისზე ჩვენც წავიდოდით, პლებისციტზე რომ დავიწყეთ საუბარი, კომპრომისზე ვიფიქრეთ და ამიტომ დავიწყეთ, მაგრამ ეს კომპრომისია განა?

ვის ხარჯზე აკეთებ კომპრომისს, ტრაგედია ვისაც აქვს? მაკო გომურის და სხვა დაზარალებულების ხარჯზე კომპრომისი?!

საიდუმლო ეს არის, რომ ოპოზიცია კომპრომისზე უკვე ვფიქრობით, თუმცა კომპრომისს გააჩნია და არ უნდა იყოს ასეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც ბევრ რამეს ხელს შეუშლის,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system