თავში

ეროვნული საგანძური მზად არის გასანადგურებლად - თაკო ჩარკვიანი

ეროვნული საგანძური მზად არის გასანადგურებლად - თაკო ჩარკვიანი
ეროვნული საგანძური მზად არის გასანადგურებლად - თაკო ჩარკვიანი

დეპუტატი თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს და მოითხოვს ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ კულტურის მინისტრმა პარლამენტის კითხვებს უპასუხოს. 

"მოვათრიოთ" ეს "კულტურის-ფურცევა" პარლამენტში , რომ ყველა დეტალი ვიცოდეთ რა უბედურებას ამზადებენ, ეს ჩვენი უფლებააა ვიცოდეთ, ეს ხალხის უფლებაა!", - დაწერა Facebook-ზე თაკო ჩარკვიანმა. 

მანამდე მან საზოგადოებას მიმართა და უთხრა, რომ ოქროს ფონდი, ქვეყნის ეროვნული საგანძური "მზადაა გასანადგურებლად". 

"მივმართავ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციას, ან სასწრაფოდ მოვითხოვოთ საგანგებო სხდომა კულტურის მინისტრის მიერ ანგარიშის ჩასაბარებლად (ეროვნულ მუზეუმთან - ოქროს ფონდთან დაკავშირებით!) ეს ჩვენი უფლება და ვალდებულებაა, თან ჯერ ოფიციალურად მანდატის დათმობა არ გაგვიფორმებია! ან არა და მართლა არ მესმის, ან ეს დღეებიც რა ჯანდაბა გვინდა პარლამენტშ". - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system