თავში

"ეროვნული შერიგება ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

"ეროვნული შერიგება ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა
ეროვნული შერიგება ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ის მხარს უჭერს ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, რომელმაც უარი თქვა სუს-სა და სასამართლოში გამოკითხვაზე.

მისივე თქმით, პროტესტი არ გაჩერდება და ოპოზიცია ხელისუფლების დამარცხებამდე იბრძოლებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეროვნული შერიგება საუკეთესო გამოსავალი იქნება. 

"ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ - მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!" - მიხეილ სააკაშვილი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system