თავში

ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, მაგრამ რეიტინგები შარშანდელი თოვლივით ქრება - სერგეენკო გახარიაზე

ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, მაგრამ რეიტინგები შარშანდელი თოვლივით ქრება - სერგეენკო გახარიაზე
ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, მაგრამ რეიტინგები შარშანდელი თოვლივით ქრება - სერგეენკო გახარიაზე

რეიტინგები შარშანდელი თოვლივით ქრება და მინიმალური სოციალური კაპიტალი მოჰყვება ხოლმე. დამერწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება მენეჯერის თვისებებს, სერგეენკოს თქმით, ამ მხრივ გიორგი გახარიაზე ცუდს ვერაფერს იტყვის, რადგან ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერად მიაჩნია. 

"რამდენად კონკურენტი იქნება გიორგი გახარია და ვის ხმებს წაიღებს, ოპოზიციის თუ პოზიციის, ამის შესაფასებლად ერთადერთი საშუალებაა, რომ მისი ხედვა მოვისმინოთ და ვნახოთ, რა გუნდით აპირებს ამ საქმის გაკეთებას. მისი გუნდის წევრებისგან მხოლოდ მმართველი ძალის კრიტიკას ვისმენ, ხოლო თავად რას და როგორ აპირებს, ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ ცუდი ვთქვა. წლები მასთან ვმუშაობდი და მართლა ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, ვინც კი მინახავს და ვისაც კი ვიცნობ. რაც შეეხება პოლიტიკას, სამწუხაროდ, ღირებულებები იცვლება ხოლმე და გამიჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა მისი ცვლილება, რამ შეუშალა ადრე ხელი და რას აპირებს ახალი გადმოსახედიდან“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system