თავში

"ერთად ერთის წინააღმდეგ"- ბათუმში ოპოზიციის აქცია-მსვლელობა დასრულდა

"ერთად ერთის წინააღმდეგ"- ბათუმში ოპოზიციის აქცია-მსვლელობა დასრულდა
ერთად ერთის წინააღმდეგ- ბათუმში ოპოზიციის აქცია-მსვლელობა დასრულდა

ბათუმში ოპოზიციონერმა ლიდერებმა საპროტესტო აქცია-მსველობას მოაწყვეს.

ოპოზიციის მხარდამჭერები და მათი ლიდერები 6 მაისის პარკთან შეიკრიბებიან, სადაც განმარტეს, რომ აქციაზე მთავარი მოთხოვნა იყო უცვლელი - ქვეყანა 2020 წლის არჩევნებზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

ქუთაისის და ბათუმის შემდეგ, ოპოზიცია აქციების ჩატარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდი ისევ უშედეგოდ დასრულდა.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას მათ კონკრეტული ინიციატივა დააყენეს, რაც გულისხმობს მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას. თუმცა მმართველი გუნდის შეთავაზებით უკმაყოფილოა ოპოზიცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system