თავში

ერთადერთი "გირჩი" გირჩობს ძველებურად - ზურაბიშვილი პარტიების გზავნილების შესახებ

ერთადერთი "გირჩი" გირჩობს ძველებურად - ზურაბიშვილი პარტიების გზავნილების შესახებ
ერთადერთი გირჩი გირჩობს ძველებურად - ზურაბიშვილი პარტიების გზავნილების შესახებ

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების გზავნილების შესახებ წერს.

"პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას რასაც ვუყურებ, ერთადერთი გირჩი გირჩობს ძველებურად, ხოლო დანარჩენებს რაც შეეხებათ, ჩემი მოკრძალებული აზრით:

ევროპული საქართველო რასაც ლაპარაკობს (ბიძინას მუშტი და მიშას იდაყვი), იმას უნდა ლაპარაკობდეს ლელო.

ლელო რასაც ლაპარაკობს (მარშალის გეგმა და 200 000 სამუშაო ადგილი), იმას უნდა ლაპარაკობდეს ნაციონალური მოძრაობა.

და ნაციონალური მოძრაობა რასაც ლაპარაკობს (ისევ ის ვართ რაც ვიყავით, ოღონდ უკეთესი) იმას უნდა ლაპარაკობდეს ევროპული საქართველო.

ასევე:

ქართული ოცნება რასაც ლაპარაკობს (დავასრულებთ ნაცებს), იმას უნდა ლაპარაკობდეს პატრიოტთა ალიანსი.

პატრიოტთა ალიანსი რასაც ლაპარაკობს (თურქეთი ოკუპანტია და ძირს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი), იმას ნამდვილად უნდა ლაპარაკობდეს პატრიოტთა ალიანსი, ოღონდ ამ პროგრამას სახელად "სტრატეგია აღმაშენებელი" უნდა ერქვას.

ხოლო "სტრატეგია აღმაშენებელი" რასაც ლაპარაკობს (აგაშენებთ, დაგამშვენებთ), იმას უნდა ლაპარაკობდნენ ლეიბორისტები.

და ლეიბორისტები რასაც ლაპარაკობენ, იმას არსებითი მნიშვნელობა არცა აქვს, რადგან მისი ამომრჩეველი მაინც პირადად შალვა ნათელაშვილს აძლევს ხმას, ისევე როგორც ქართული ოცნების ამომრჩეველი ბატონ ბიძინას.

შესაბამისად ქართული ოცნება რას ილაპარაკებს თითქოს იმასაც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ იმისთანებს ლაპარაკობენ, რომ კაცმა არ იცის.

აეგრე ვცხოვრობთ
#არჩევნები2020" - წერს ზურაბიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system