თავში

ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა, ცოტა უხერხულად მეჩვენება - ქადაგიშვილი

ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა, ცოტა უხერხულად მეჩვენება - ქადაგიშვილი

40% შემოვიტანეთ და სამ პროცენტზე არის ვაჭრობა? გაურკვეველია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდისთვის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი მისაღები არ არის, მისაღებია ის, რომელსაც ხელი უკვე მოაწერეს.

"ჩვენ ჩვენი ინიციატივით ვთქვით საერთოდ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ შეგვიძლია, კიდევ ვიმსჯელოთ ზოგადად რაიმე სახით რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით... მე ვფიქრობ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც პრინციპში შეთანხმებული იყო სხვადასხვა მხარეების დიდი ხნის მუშაობის შედეგად და რომელიც დატოვა დანიელსონმა თავისი მედიაციის პირობებში, ჩვენ ამ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და ამ დოკუმენტის გარეშე ჩვენ თვითონ ვთქვით 40%-იანი ერთგვარი ჩამკეტი, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებზე მთავრობის ჩამოყალიბებისთვის იყო საჭირო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი არის ნამდვილად რეალისტური, კომპრომისული ნაბიჯი და ჩვენ მიერ აღებული ვალდებულების ერთგული დავრჩებით. 

ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში დავრჩებით იმ პოზიციაზე და ამაზე ალბათ იქნება უკვე ხვალ მსჯელობა.  ჩვენ დავრჩებით ალბათ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც ჩვენი ინიციატივით გამოვხატეთ და არავის უთხოვია ჩვენთვის არც 43% და არც 25%. ჩვენ თვითონ ვთქვით ეს რიცხვიც, ეს დათქმაც და აქ ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა, ცოტა უხერხულად მეჩვენება. რაც შეეხება პატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს, აქაც ჩვენ იმ დოკუმენტიდან გამომდინარე ნათლად ვთქვით, რომ თუ მოხდება მელიას მხრიდან გირაოს გადახდა, ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, რომ პოლიტიკური ამნისტია შედგეს 20 ივნისის მოვლენების გარშემო.

40% შემოვიტანეთ და სამ პროცენტზე არის ვაჭრობაა? გაურკვეველია.

ეს ჩვენთვის არ არის მისაღები, ჩვენთვის მისაღებია ის, რასაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. უფრო კონკრეტულები ვიქნებით, როდესაც შეკრება გაიმართება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system