თავში

ერთი საათი გავიდა, არ დაურეკავს - ირაკლი კობახიძე

ერთი საათი გავიდა, არ დაურეკავს - ირაკლი კობახიძე
ერთი საათი გავიდა, არ დაურეკავს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ენმ-ს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებიდან 1 საათი გავიდა, თუმცა მას არ დაურეკავს.

"ერთი საათი გავიდა და არ დაურეკავს. რომ გაემარჯვა დარეკავდა, თუმცა ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა? იმიტომ, რომ იცოდა, წააგებდა" - თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, თბილისის არცერთი უბანი ჯერ დათვლილი არ არის და ზოგგან, შეიძლება მეორე ტურიც გაიმართოს, მათ შორის გლდანშიც, თუმცა "ქართული ოცნების" კანდიდატების მოგებაში კობახიძე კვლავ დარწმუნებულია. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ოპოზიციის ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი პოლიტიკიდან წავიდოდა.

ამის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მან კობახიძის ტელეფონის ნომერი მოიპოვა და მას შემდეგ, რაც გლდანში გაიმარჯვებდა, პირადად დაურეკავდა კობახიძეს, პირობის შესახსენებლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system