თავში

ერთობის გარეშე ჩვენ ვერ დავამარცხებთ 5 მილიარდიან ბიძინა ივანიშვილს - ნინო ბურჯანაძე

ერთობის გარეშე ჩვენ ვერ დავამარცხებთ 5 მილიარდიან
ერთობის გარეშე ჩვენ ვერ დავამარცხებთ 5 მილიარდიან ბიძინა ივანიშვილს - ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე ბათუმის ოპოზიციურ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან მიმართა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ბულვარში იყო შეკრებილი და განაცხადა, რომ ოპოზიციური ერთიანობის დრო დადგა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველო დასახსნელია "ივანიშვილის კლანჭებიდან. 

"ხანდახან არის რაღაც განცხადებები, რომლებიც შეიძლება, კითხვის ნიშნებს ტოვებს, თუმცა ჩვენ გვქონდა ერთმანეთთან საუბარი და ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველანაირი განსხვავება გვერდზე გადავდოთ. რა თქმა უნდა, არც ჩემთვის, არც სხვებისთვის და თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს აქციაზე იმყოფებოდა, ადვილი არ იყო ამ ნაბიჯების გადადგმა, რაც ერთმანეთისკენ გადავდგით, მაგრამ ახლა არის უკიდურესი აუცილებლობა, რომ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანდეს. იმიტომ, რომ ერთობის გარეშე ჩვენ ვერ დავამარცხებთ 5 მილიარდიან ბიძინა ივანიშვილს და იმ უტიფარ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობაში მიიყვანა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პირველ არხთან ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system