თავში

ერთპარტიული პარლამენტის სცენარი საბოლოოდ ჩამოიშალა - კობახიძე

ერთპარტიული პარლამენტის სცენარი საბოლოოდ ჩამოიშალა - კობახიძე
ერთპარტიული პარლამენტის სცენარი საბოლოოდ ჩამოიშალა - კობახიძე

საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო, ოპოზიციური, პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტები", რომლებმაც საბოლოოდ ჩამოშალეს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ერთპარტიული პარლამენტის სცენარი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე მოუწიდებს ოპოზიციურ პარტიებს ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოეფინოს არჩევნების შესახებ სიმართლეს. 

"საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო, ოპოზიციური, პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტები", რომლებმაც საბოლოოდ ჩამოშალეს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ერთპარტიული პარლამენტის სცენარი. ამ ვითარებაში პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებმა ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა, მუხედავად ამისა ჩვენ ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებასაც კი შანტაჟის შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა. კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს ჩაერთონ საპარამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system