თავში

"ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები" - ეკატერინე ტიკარაძე შემცვლელზე

"ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები" - ეკატერინე ტიკარაძე შემცვლელზე
ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები - ეკატერინე ტიკარაძე შემცვლელზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვისაც დაასახელებს, მისთვისაც მისაღები იქნება.

"პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები და მასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე წლის ბოლომდე დარჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system