თავში

ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე - ღარიბაშვილი პრაიდზე

ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე - ღარიბაშვილი პრაიდზე
ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე - ღარიბაშვილი პრაიდზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარივაშვილი აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული აქცია რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარდეს. 

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ. ამისთვის ჩვენ, მოგეხსენებათ, მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. 

ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თანაცხოვრების მაგალითი გვაქვს და არასოდეს ჩვენ ერში რელიგიური თუ სხვა ნიშნით გამორჩეულ ადამიანებს არ ჰქონიათ პრობლემა. 

შესაბამისად, იმ ადამიანების უფლებაა დღეს ამ მარშების ჩატარება, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და სახელმწიფომ ამისთვის ყველაფერი უზრუნველყო. მათ ჰქონდათ გუშინ, გუშინწინ ღონისძიებები, მაგრამ დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიაზნშეუწონლად. 

დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს არის მიუღებელი და მე მიმაჩნია, რომ დღვანდელი აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ორგანიზატორებს განუმარტა, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ რისკებს, ამიტომ მათ შესთავაზეს, ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია. მინდა მოვუწოდო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი ეს რეკომენდაცია, კერძოდ პოლიციის მიერ მოწოდებული რისკების შეფასება და აირჩიონ სხვა ლოკაცია. 

ვფიქრობ, ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები ხელს უწყობს ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა ამ ადამიანების დისკრიმინაცია. რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას არავისთან არ აქვს პრობლემა, არც - ამ ადამიანებთან. ყოველდღე, ეს ადამიანები, უმცირესობების წარმომადგენლები, მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებასა და რეჟიმში. მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული დისკრიმინაციის არცერთი ფაქტი არ არსებობს და თუ ოდესმე ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა, რა თქმა უნდა, ამის განზოგადება არ შეიძლება. დღეს, ამ აქციის მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი აქციაა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ესეც მათი კონსტიტუციური უფლებაა და ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. 

მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი არიან ჩართული და აღნიშნულ მარშს, ამ აქციებს უწევენ ორგანიზებას. რა თქმა უნდა, მათი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს ხალხს, მოსახლეობას სურს, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system