თავში

ეს არ არის ფორმა, რომლითაც ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული - კახა კუჭავა ბანერებზე

ეს არ არის ფორმა, რომლითაც ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული - კახა კუჭავა ბანერებზე
ეს არ არის ფორმა, რომლითაც ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული - კახა კუჭავა ბანერებზე

"ეს არ არის ფორმა, რომლითაც ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ე.წ სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, არასწორია სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მქონე ბანერებით ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერების ჩანაცვლება არასწორია.

„მეც ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. ვაქცინაცია ის საკითხია, რაზეც ყველა ერთად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, გაერთიანებული და შეიძლება სხვა ადგილი გამოიყენონ, თუ ამის სურვილი აქვთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ამის გამოყენებას ყველა შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე და ურთიერთობაზე, ამ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია გამართლებულად და არც არასდროს მიმაჩნდა. მსგავსი და ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენება და მითუმეტეს საჯაროდ, ბანერებით, არ არის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები სისხლის შხეფების ფონზე არიან გამოსახული. რამდენიმე მედიასაშუალებამ ასევე გაავრცელა უშუალოდ ბანერების გაკვრის პროცესის ამსახველი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ "სისხლიანი" ბანერებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ, ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებს ანაცვლებენ.

მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ფაქტი დაგმო.

ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კომპანია "ალმას" მოუწოდა, სასწრაფოდ დააბრუნოს ვაქცინაციის ბანერი. 

თავის მხრივ კომპანიამ საპასუხო განცხდება გაავრცელა და თქვა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულა, ხოლო ვადის ამოუწრვის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრს მისთვის ვადის გაგრძელება არ უთხოვია. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ბანერები სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლდა, კომპანიამ დაავადებათა კონტროლის ცენტის მიერ მომზადებული ბანერების განსათავსებლად ალტერნატიული სივრცეები გამოყო. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, მან ბანერები უსასყიდლოდ განათავსა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system