თავში

ეს არ არის გეგმა და არც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი - ვოლსკი

ეს არ არის გეგმა და არც ევროკავშირის მიერ
ეს არ არის გეგმა და არც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი - ვოლსკი

6 პუნქტიან მოთხოვნას, ვერც გეგმას დავარქმევთ და ვერც ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერილ დოკუმენტს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, 6 პუნქტიანი მოთხოვნა, მხოლოდ იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც ოპოზიციამ დაასახელა. 

"6 პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ოპონენტების აზრით ხელს უშლის მოლაპარაკებათა განვითარებას, არ წარმოადგენს გეგმას. ეს არის იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც გააკეთა ოპოზიციამ. ამას ვერც გეგმას დავარქმევთ და ვერც ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერილ დოკუმენტს, ვინაიდან დოკუმენტები ისე მრავლად გამოქვეყნდა, რომ ძილის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციას", - განაცხადა ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, საქართველოში 3-დღიანი ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ჩამოვიდა.

მან პირველი ოფიციალური შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან  და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  გამართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system