თავში

ეს არ არის წიგნიერების გაზრდა, ეს შესაცვლელია - ბადრი ჯაფარიძე

ეს არ არის წიგნიერების გაზრდა, ეს შესაცვლელია - ბადრი ჯაფარიძე
ეს არ არის წიგნიერების გაზრდა, ეს შესაცვლელია - ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს“ გენერალური მდივანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე პროექტის - „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ - შესახებ არსებული საინფორმაციო ბანერების ჩამოხსნას და მის ნაცვლად, კახა კალაძის ბანერების განთავსებას ეხმაურება.

ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტების დემონსტრირებაა.

„ეს არის დემონსტრირება იმ პრიორიტეტების, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, სამწუხაროდ, ეს არ არის წიგნიერების გაზრდა და განათლების სისტემის რეფორმირება.

ეს შესაცვლელია! ჩვენი მიზანია, რომ მომავალი თაობა იყოს გამორჩეული განათლების მატარებელი თაობა, ამას ემსახურება თბილისის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად წარმოჩენა, ჩვენ სწორედ ასეთი კამპანია უნდა ვაწარმოოთ და არა მდარე გემოვნების, პოლიტიკური შინაარსის შემცვლელი ბანერებით გადავავსოთ ჩვენი ქალაქი და სიძულვილისა და ზიზღის შემცვლელი სისხლიანი ბანერებით, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system