თავში

ეს არ ქმნის არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნების სურათს - ჩიხლაძე

ეს არ ქმნის არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნების სურათს - ჩიხლაძე
ეს არ ქმნის არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნების  სურათს - ჩიხლაძე

პრორუსული პარტიის ოთხი დამფინანსებლის პარლამენტში შეყვანა, რომლებიც თვითონ ამ ძალას გაემიჯნენ არ ქმნის არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და მრავალპარტიულობის სურათს, - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე "პარტიოტთა ალიანის" 4 წევრის პარლამენტში შესვლას.

ჩიხლაძის თქმით, თუ "ქართულ ოცნებას" კომიკური პარტიების შექმნა პარლამენტის მრავალპარტიულობად მიაჩნია უფრო ცუდად გვქონია საქმე. 

"პატრიოტთა ალიანსი" არასდსროს ყოფილა ოპოზიციის ფლაგმანი. პირიქით, "პატრიოტთა ალიანსის" ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილები და პოზიცია დამაზიანებელია საქართველოსთვის და მითუმეტეს, ამ ძალის დამფინანსებელი ოთხი ადამიანის შეყვანა, რომელიც თვითონ ამ ძალას გაემინჯა, არ ქმნის არანაირი პოლიტიკური მრავალფეროვნების და მრავალპარტიულობის სურათს. რაღაც კომიკური პარტიების შექმნა ბატონი ინჯიასგან, "ევროპელი სოციალისტები" და ა.შ. ეს თუ მრავალპარტიულად მიაჩნია "ქართულ ოცნებას", უფრო ცუდად ჰქონიათ საქმე", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ხუთ იანვარს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესულ 4 დეპუტატს - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანს, გელა მიქაძესა და ავთანდილ ენუქიძეს  დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად მიანიჭა.

დღეს, ისინი ახალი პოლიტიკური პარტიის "ევროპელი სოციალისტების" სადამფუძნებლო ყრილობას გამართავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system