თავში

ეს არასწორი შეფასებაა - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

ეს არასწორი შეფასებაა - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე
ეს არასწორი შეფასებაა - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების შეფასება, არასწორი და არასამართლიანია.

კობახიძის განცხადებით, კანონპროექტს, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა და იღებს, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია.

"მე მგონი ეს არ არის სწორი შეფასება და იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ეს არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციამ, რაშიც არის ცესკოს თავმჯდომარის დამსახურება და ცესკოს თითოეული წევრის დამსახურება, მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, ეს შეფასება მე არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system