თავში

ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები - პრემიერი

ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები - პრემიერი
ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები - პრემიერი

ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც იმ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ და არც ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა. 

"მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ ჩვენი გუშინდელი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს; აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რასაც, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან სულ რაღაც 12 საათში, გამოჩნდა არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება, პარლამენტის პიკეტირების მცდელობის სახით, რაც სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, როდესაც მე, ჩემის მხრივ, გადავდგი ეს ნაბიჯი და დავუფიქსირე სრული მზაობა ჩვენი გუნდის სახელით, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system