თავში

ეს არის ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილი
ეს არის ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გავრცელებული ჩანაწერები არის ანტისახელმწიფოებრივი, ბინძური პროვოკაცია.

„ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი მუდმივი, პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ, ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ ხდება იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ამასთანავე ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 9 წლის წინ ამ ადამიანების ჩაგვრას და მათ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ. ეს უარი დასტურდება 7 არჩევნების მეშვეობით და 7 არჩევნებში დადასტურდა ეს ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიტანა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და ჩვენი ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system