თავში

ეს არის ბოლო წვეთი მარცხისა, რომელსაც 2 ოქტომბერს იგემებენ - ამილახვარი

ეს არის ბოლო წვეთი მარცხისა, რომელსაც 2 ოქტომბერს იგემებენ - ამილახვარი
ეს არის ბოლო წვეთი მარცხისა, რომელსაც 2 ოქტომბერს იგემებენ - ამილახვარი

"მორიგი ისტერიული გამოხდომა – სხვა შეფასება ამას ვერ ექნება" , - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების"  წევრი გიორგი ამილახვარი "კანონი და სამართლის" ლიდერის თაკო ჩარკვიანის ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

"როდესაც დღეს კიდევ ცდილობს რომელიღაც პოლიტიკური ფიგურა, საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს იფიქროს იმაზე, რომ დააფუძნოს ორგანიზაცია, რომელიც მხარს დაუჭერს მიხეილ სააკაშვილის – ადამიანის, რომელთანაც დაკავშირებულია მრავალი სისხლის სამართლის საქმე, მრავალი პოლიტიკური თუ სხვა გადაცდომები, ამ საარჩევნო კამპანიის დროს დაბრუნებაზე, მაშინ, როდესაც იგი უნდა დადიოდეს და ჩვენს ამომრჩეველს სთავაზობდეს თავის საარჩევნო პროგრამას. ეს არის უკვე ბოლო წვეთი იმ მარცხისა, იმ მარათონისა, რომელსაც ისინი 2 ოქტომბერს იგემებენ", – განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ორგანიზაციას აფუძნებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე საქართველოში დაბრუნდება.

ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system