თავში

ეს არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და აღიარება - ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და აღიარება - ირაკლი ღარიბაშვილი
ეს არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და აღიარება - ირაკლი ღარიბაშვილი

ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სახელმწიფოს აღიარება და გამარჯვება, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, რომლებმაც ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა და ღირსეულად, მტკიცედ დაიცვეს ჩვენი პოზიციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, სააკაშვილის დელეგირებით, მოაწერეს ხელი პრაქტიკულად მოღალატეობრივ რეზოლუციას, ხოლო მოქმედმა მთავრობამ ამის საპირისპიროდ დაამტკიცა ქვეყნის უდანაშაულობა.

„მოსახლეობა გვისმენს და მინდა, გავახსენო ყველას, აგვისტოს ომის დროს როგორ მოიქცა ლაჩარი სააკაშვილი - როგორ მიატოვა ჩვენი გმირი სამხედრო ოფიცრები და თვითონ მიწაზე ფორთხიალით დაამახსოვრა მთელს მსოფლიოს საკუთარი თავი. ეს ერთი. მეორე, აგვისტოს ომის შემდეგ, როგორ „იცავდა“ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და ინტერესებს ყოფილი ხელისუფლება - მათ თავად მოაწერეს კაპიტულაციას ხელი. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, სააკაშვილის დელეგირებით, მოაწერეს ხელი პრაქტიკულად მოღალატეობრივ რეზოლუციას. ამის საპირისპიროდ ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ქვეყნის უდანაშაულობა, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და აღიარება. აი, ეს არის განსხვავება ჩვენს მთავრობას და წინა მთავრობას შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

საქმეებზე – "ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და "შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system