თავში

ეს არის დეკლარირებული გაქცევა - ხატია დეკანოიძე

ეს არის დეკლარირებული გაქცევა - ხატია დეკანოიძე
ეს არის დეკლარირებული გაქცევა - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას გაქცევას უწოდებს.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს ამ გზით პასუხისმგებლობის არიდება სურს. დეკანოიძის თქმით, ივანიშვილის წერილის მთავარი ლაიტმოტივი ოპოზიციის ლანძღვაა.

"პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარ გუნდს, "ქართულ ოცნებას" და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის, უბრალოდ, დეკლარირებული გაქცევა, როდესაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში არის ის, რომ მთავარი ლაიტმოტივი, არის ოპოზიციის ლანძღვა-გინება, ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა, იმიტომ რომ სხვა სათქმელი ამ ადამიანს არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ქვეყანა დეფოლტის წინაშეა, მილიარდობით საგარეო ვალი, რომელიც უკვე მიუახლოვდა საკონსტიტუციო ზღვარს, ამიტომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ზუსტად მას,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system