თავში

ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და მართლაც სამარცხვინო - ანა დოლიძე

ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და მართლაც სამარცხვინო - ანა დოლიძე
ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და მართლაც სამარცხვინო - ანა დოლიძე

პოლიტიკოსი ანა დოლიძე კანონმდებლობაში არსებულ დადგენილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მინიმალურ ხელფასად 20 ლარია დადგენილი.

მისი თქმით, ამ ჩანაწერის გადახედვა აუცილებელია, რადგან არ პასუხობს ევროპულ სტანდარტებს. 

"ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და მართლაც სამარცხვინო, რომ არავის, ჩვენი ხელისუფლებიდან და პარლამენტარებიდან არ გახსენებია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილია ედუარდ შევარდნაძის დროს დადგენილი მინიმალური ხელფასი, თვეში 20 ლარი. ან გაახსენდა და სპეციალურად დაავიწყდა. 

ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ განსხვავებულ რეალობაში. მინიმალური ხელფასის დადგენა არის ჩვეულებრივი რამ. ევროპაში... და მით უმეტეს, ევროპასთან ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ვალდებულებები და ხელშეკრულებები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე მსჯელობა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ეს იყო პროგრესის ცენტრის ინიციატივა. მე როგორც პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამის გადახედვას, აუცილებლად, თვითონ ბიზნესთან ინიციატივით. ბიზნესმა თვითონ ძალიან კარგად იცის, არსებობს უკვე დადგენილი ზომები, სხვადასხვა სექტორში და მგონი მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ ამას, როგორც სექტორულ საკითხს, ანუ გაყიდვაში სხვა არის, წარმოებაში სხვა არის, მომპოვებელ ინდუსტრიაში შეიძლება სხვა იყოს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს სამარცხვინო, თვეში 20 ლარი გადაიხედოს", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system