თავში

ეს არის ერთი და იგივე მედლის ორი მხარე - ანა ნაცვლიშვილი

ეს არის ერთი და იგივე მედლის ორი მხარე - ანა ნაცვლიშვილი
ეს არის ერთი და იგივე მედლის ორი მხარე - ანა ნაცვლიშვილი

კონტექსტი, რომლის ფონზეც ჩამოდის შარლ მიშელი საქართველოში არის ძალიან მძიმე - ქვეყნის მთავარ გამზირზე ევროკავშირის დროშის დაწვა და შეთანხმების დარღვევა ერთი მედლის ორი მხარეა და ორივეს შემოქმედი არის "ქართული ოცნება", - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დროშასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ჟესტი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, სიმბოლურია, რომ ამის გაკეთება მას მარტო მოუწია.

"კონტექსტი, რომლის ფონზეც ჩამოდის შარლ მიშელი საქართველოში არის ძალიან მძიმე, იმაზე არანაკლებ თუ არა კიდევ უფრო მეტად მძიმე, ვიდრე მისი პირველი ჩამოსვლა, რადგან ამ ქვეყანაში, პარლამენტის წინ, ქვეყნის მთავარ გამზირზე 2- ჯერ ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა. მინდა ხაზგასმით გითხრათ, ევროკავშირის დროშის ჩამოხევა, ნაკუწებად ქცევა და შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა, ეს არის ერთი და იგივე მედლის ორი მხარე და ორივეს შემოქმედი ეს არის "ქართული ოცნება" სხვადასხვა ხელით. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ჟესტი იყო, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ აღმართა ეს დროშა, მაგრამ ტრაგიკულად სიმბოლური იყო სურათი, რომ ის ევროკავშირის დროშის აღმართვისას იყო მარტო - თავისი გუნდიდან მარტო,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system