თავში

ეს არის გაგძელება აბსურდის, რაც ივანიშვილის და ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ - ბოკერია

ეს არის გაგძელება აბსურდის, რაც ივანიშვილის და ავტორიტარულ რეჟიმებს
ეს არის გაგძელება აბსურდის, რაც ივანიშვილის და ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ - ბოკერია

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერია, თეა წულუკიანის განცხადებას ხმაურება. 

ბოკერიას თქმით, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაცია არის ავტორიტარული რეჟიმისთვის და პუტინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მეთოდი. ბოკერიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები 4 დღეში, რათა მთავრობის მხრიდან აღარ არსებობდეს ამგვარი დისკურსი. 

"ეს არის გაგძელება ამ ნიაღვარის, აბსურდის, რაც ივანიშვილის რეჟიმს და ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ, სხვადასხვანაირი სამოქალაქო ჯგუფები არსებობს, ზოგი მათგანი პოლიტიკური შეხედულებების მქონე არის, მაგრამ ჩვენ გვყავს ქვეყანაში მრავალწლიანი ტრადიციის სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან აფილირებული არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და იყვნენ კრიტიკულები წინა ხელისუფლების დროს, არიან კრიტიკულები ეხლაც. ეხლა ხდება მათი დემონიზება ტიპიური ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასითებელი მეთოდებით, პუტინის რეჟიმისთვის დამახასითებელი, ივანიშვილის მხრიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ლეგიტიმურად აკრიტიკებენ ამ მთავრობას სწორი პოზიციებიდან, ჩემი შეხედულებით და ამიტომ ხდება მათთვის ამ იარლიკის მიწებება. უნდა განვასხვავოთ, სამართლიანი არჩევნები არ არის პარტიებთან აფილირებული ორგანიზაცია და ამ ტიპის ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები იქნება ბევრი საერთაშორისო მოთამაშისთვის მთავარი კრიტერიუმი და არა თვითონ პარტიები. ეს ყოველთვის ასე იყო და თუ ვნახავთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოდირის მიერ გაკეთებულ დასკვნას, იქ აღწერილი ვითარება არის უმძიმესი რამ, ასეთ რთული დასკვნა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შევარდნაძის დროის შემდეგ არ ჰქონია. ეს არის რეალობა და ამას პირველ რიგში ხედავს ჩვენი ხალხი, ყოვლეგვარი სადამკვირვებლო მისიების შეფასებების გარეშე. ამიტომ, უნდა მოხდეს ის ცვლილებები 4 დღეში, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება და ესეთი დისკურსი მთავრობისგან აღარ უნდა არსებობდეს ჩვენ ქვეყანაში და მათ შორის ესეც შეიცვლება 4 დღეში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად." - განაცხადა ბოკერიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system