თავში

ეს არის გამოსავალი, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს - ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის გამოსავალი, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს - ირაკლი ღარიბაშვილი
ეს არის გამოსავალი, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს - ირაკლი ღარიბაშვილი

პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი არსებულ სიტუაციაში, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და არეალი კიდევ უნდა გაფარტოვდეს. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩაიტანენ ვაქცინებს და მოსახლეობას ვაქცინაციას შესთავაზებენ.

„მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ რეგიონები და ეს არეალი უნდა გაფართოვდეს. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩვენი სამხედრო ექიმების ჩართულობა. მათი ბრიგადები კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სისტემასთან. რეგიონებში დადიან და სოფლად, ადგილზე ცრიან მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანია. 

კარგი ტენდენციაა, რომ მოსახლეობამ ვაქცინაციის მიმართ მზაობა გამოიჩინა და არსებული სკეპტიციზმი ეტაპობრივად იხსნება, რაც მანამდე იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მოსახლეობას კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ ამის მნიშვნელობა. ყოველდღიურად უნდა ვესაუბროთ. პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი არსებულ სიტუაციაში, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system