თავში

ეს არის "ქართული ოცნების" და პირადად ივანიშვილის უმოქმედობის შედეგი - თარხნიშვილი

ეს არის "ქართული ოცნების" და პირადად ივანიშვილის უმოქმედობის
ეს არის ქართული ოცნების და პირადად ივანიშვილის უმოქმედობის შედეგი - თარხნიშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ხურჩაში, ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის უკანონო დაკავებას ეხმაურება.

თარხნიშვილის თქმით, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება არის ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის უმოქმედო პოლიტიკისა და საერთაშორისო ბერკეტების არ გამოყენების შედეგი. 

თარხნიშვილმა აღნიშნა, ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოკუპაციიის ხაზთან გააუქმა პატრულირება და საგუშაგოები, რამაც მოიტანა ის შედეგი, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაუცველები და ბედის ანაბარა არიან დარჩენილები.

"ეს არის საქართველოს მთავრობის, ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ისინი ახორციელებენ ბოლო 8 წლის განმავლობაში. ეს სამწუხაროდ არ არის პირველი ფაქტი, ჩვენ გვახსოვს ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, რომელსაც ფაქტობრივად არ მოჰყოლია რეაგირება, გვახსოვს მცოცავი ოკუპაცია, გვახსოვს ჩვენი მოქალაქეების გატაცებები. ფაქტობრივად, ეს არის ჩვენი მთავრობის უმოქმედობის შედეგი და იმის შედეგი, რომ ისინი არ იყენებენ მათ ხელთ არსებულ საერთაშორისო ბერკეტებს, არ იყენებენ იგივე ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიას, არ იყენებენ ჟენევის მოლაპარაკების შესაძლებლობებს და ფაქტობრივად ერთადერთი საარჩევნო დანაპირები, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეასრულა არის ის, რომ საქართველო გაქრა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგნების სიიდან. ესეც არ არის პირველი ფაქტი, როდესაც სამართალდამცავები არ არიან დაკავებული თავისი მოვალეობის შესრულებით, იქნება ეს კრიმინალთან თუ ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლა, ქართულმა ოცნებამ პირველი რაც გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იყო ის, რომ გააუქმა არსებული საგუშაგოები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გააუქმა პატრულირება და ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან ფაქტობრივად ბედის ანაბარა დარჩენილები და დაუცველები. რა თქმა უნდა, ეს არის რუსი ოკუპანტების მოქმედების შედეგი, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ უფრო უნდა გვაინტერესებდეს ის, თუ რა პასუხს სცემს საქართველოს ხელისუფლება და სამწუხაროდ ხელისუფლება უმოქმედოა," - განაცხადა თარხნიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system