თავში

"ეს არის მისი მთავარი მოწოდება" - კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გააჟღერა

"ეს არის მისი მთავარი მოწოდება" - კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გააჟღერა
ეს არის მისი მთავარი მოწოდება - კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გააჟღერა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ექსპრეზიდენტის გზავნილი მედიას სენაკის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ გააცნო.

"მან მოუწოდა ყველას აბსოლუტურად, უკლებლივ ყველას, რომ ერთადერთი შანსი, ერთადერთი შესაძლებლობა მისი თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის განთავისუფლების, არის მხოლოდ და მხოლოდ 30 ოქტომბრის არჩევნები. მოუწოდა ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ აქტიურები იყვნენ და მივიდნენ არჩევნებზე. არჩევნებზე მისული დიდი რაოდენობის ამომრჩეველი არის გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება ტოტალურ გაყალბებას ვერ შეძლებს და ყველა იმ ქალაქში სადაც ტარდება მეორე ტური გაიმარჯვებს ოპოზიციის კანდიდატი. მისი მთავარი მოწოდება არის ეს და ის ხედავს, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ის იყოს თავისუფალი, ქვეყანა იყოს თავისუფალი, დაიწყოს ფუნდამენტური ცვლილებები და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება. 

განსაკუთრებით მან თხოვა ახალგაზრდებს, რომ დაიწყონ ოპოზიციის ოფისებში მისვლა მოხალისეებად, ჩაეწერონ მოხალისეების რიგებში, რომ 30 ოქტომბერს იაქტიურონ და არ მისცენ ხელისუფლებას გაყალებების არცერთი შანსი. მიაჩნია, რომ ახალგაზრდების როლი ასეთ დახმარებაში არის ძალიან მაღალი და ყველა ახალგაზრდას პირადად სთხოვა მოხალისეებად მობრძანდნენ ოპოზიციის ოფისებში და 30 ოქტომბერს დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, რომ ვერ შეძლოს "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა გაყალბება", - თქვა კობა ნაყოფიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system