თავში

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა - კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორზე

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა - კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორზე
ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნა - კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეფასდა, შსს კი 2 000 ლარით დაჯარიმდა.

„თქვენ გახსოვთ, როგორი სპეკულაციური კამპანია აწარმოეს ამ ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით როგორც „ნაცმოძრაობამ“, ასევე მისმა რამდენიმე მედიასაშუალებამ და ასეთ დროს, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი არის მაღალი და არის იმის ინტერესი, რომ ჩვენ არ მივცეთ ასეთ ძალადობრივ პოლიტიკურ დაჯგუფებებს სპეკულირების საშუალება. ბუნებრივია, ასეთ დროს მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საქმის დროულად გახსნა, არამედ ყველა დეტალთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს კანონის დაცვით - ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის და ეს შსს-მ გააკეთა ძალიან დროულად და მყისიერად. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ვახტანგ გომელაურს“, - განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა და შს სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system