თავში

ეს არის შეთხზული ამბავი - თამარ ჟვანია

ეს არის შეთხზული ამბავი - თამარ ჟვანია
ეს არის შეთხზული ამბავი - თამარ ჟვანია

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს უსმენდნენ, კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ცესკო-ს თავმჯდომარისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულებიდან 7.5 საათის შემდეგ შედეგების გამოცხადება ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.

კომისიის წევრებმა ცესკოს თავმჯდომარისგან აღნიშნულ საკითხზე განმარტებები მოისმინეს.

„ეს არის აბსოლუტურად ტყუილად შეთხზული ამბავი, თითქოს ეს იყო გვიანი გამოცხადება. პირველადი შედეგი 7 საათისა და 25 წუთის შემდეგ გამოცხადდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები არ იდებოდა. 23.00 საათიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ოქმები იყო განთავსებული. ის რომ შედეგები ხელმისაწვდომი არ იყო, ეს არის ტყუილი! ჩვენ სტატისტიკაც გამოვაქვეყნეთ და 2012 წლის არჩევნებზე, ორი ბიულეტინის პირობებში, პირველადი შედეგები 8 საათის შემდეგ გამოცხადდა. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა უტოლდებოდა 50-ს. ამავდროულად არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში და რა თქმა უნდა, დათვლის პროცესს გაცილებით მეტი დრო დაჭირდა“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system