თავში

ეს არის ტრაგედია, ამას წყნარად როგორ უნდა ვუყუროთ? - მიხეილ სააკაშვილი

ეს არის ტრაგედია, ამას წყნარად როგორ უნდა ვუყუროთ? - მიხეილ სააკაშვილი
ეს არის ტრაგედია, ამას წყნარად როგორ უნდა ვუყუროთ? - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მმართველობის დროს საქართველო პირველი რეფორმატორი ქვეყანა იყო, ხოლო ახლა ის პირველია კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობით. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.

 "ეს ყველაფერი, ეს ტრაგედია, ვითარდება იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს, კარგად დიდი ხნის განმავლობაში, იყო მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი მსოფლიო ბანკის მონაცემებით. დღეს ჩვენ ვართ პირველები კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი. ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკური განვითარების ქვეყანა, რომელშიც 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ, დოლარების გამოხატულებაში ეკონომიკა გაიზარდა 0 პროცენტით. საქართველომ დაკარგა ბოლო ცხრა წელი, მთლიანად გადაყარა, იმიტომ, რომ 9 წელიწადში, ომის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ჩვენ გავიზარდეთ 4-ჯერ. ევროპული დოვლათი გაიზარდა 4-ჯერ, საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ, ხელფასები და პენსიები გაიზარდა 10-ჯერ. ხოლო შემდეგ 9 წელიწადში, ხელფასები პრაქტიკულად შემცირდა, იმიტომ, რომ ვალუტის კურსი დავარდა და ეკონომიკა არ გაზრდილა არცერთი პროცენტით. ეს არის ტრაგედია, ამას როგორ უნდა ვუყუროთ ყველამ წყნარად და მივიღოთ როგორც მოცემულობა" - განაცხადა სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system