თავში

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს - სააკაშვილი

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს - სააკაშვილი
ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს - სააკაშვილი

დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ "რედ ბულამდე" დავიდა, ეტყობა "რედ ბული" განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ - ამის შესახებ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის სახელით გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.

"ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, 2 დეკემბერს, თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა იკითხა: 

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრაზე. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრაზეა. მაგრამ სანამ სანდრას გაასამართლებთ გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სექტორში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, სანდრას ჯანდაცვისთვის ციხეში რამდენი რამ აქვს გაკეთებული.

სანდრა არ იყო კორუფციონერი? 

გენერალური ასამბელის სესიაზე ერთად ვიყავით და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა, სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ ნიუ-იორკის ჰოსპიტალში, დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა, ეს საქმე რატომ არ არის შეტანილი საქმის მასალებში?!“.

აღნიშნულ განცხადებას დღეს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკვლელია და ახლა მისი ყოფილი მეუღლის გასამართლებასაც ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system