თავში

ეს "ფიქტიურ ქორწინებას" ჰგავს - თაკო ჩარკვიანი

ეს "ფიქტიურ ქორწინებას" ჰგავს - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს სოციალურ ქსელში პოსტით ეხმაურება.

"თქვე კაი ხალხო, თითქმის ბოლომდე მივედით, ცოტაც და დავათმობინებთ მიტაცებულ სახელმწიფოს ოლიგარქს და რა დროს "რყევებია?!" ამ ბოიკოტმა მთელი დასავლეთის ყურადღება მიიპყრო, ამერიკის სენატში თქვეს, სასამართლოში კლანია და ოლიგარქია მძლავრობს ქვეყანაშიო, ეს საჭურისი დოკუმენტი, სადაც არც ჟვანიას მოხსნაზეა საუბარი, არც გარანტია-პრევენცია იმისა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა იქნება და კვლავ არ გაყალბდება, ან ამ პირობებში სასამართლოს და პროკურატურის რეფორმებზე საუბარიც კი არ არის, ჰოდა, აბა „გამარჯვებად“ რა ჩავთვალოთ ადგილობრივ არჩევნებს საკანონმდებლო რომ უნდა მივაბათ???და კიდევ ერთი რამ: ჩვენ გარეთ პოლიტპატიმრების გამო არ გამოვსულვართ და ბოიკოტი ამიტომ არ გამოგვიცხადებია (რა თქმა უნდა, ვითხოვ პოლიტპატიმრებს გამოშვებას) მაგრამ უპირველესი მოთხოვნა ვადამდელი გაუყალბებელი ჯანმრთელი არჩევნებია, რადგან ქვეყანაში უნდა მოხდეს ცვლილება და რეფორმირებულ სახელმწიფოში არც პოლიტპატიმრები გვეყოლება. რა დოკუმენტია ეს ასეთი ბუნდოვანი, ხარვეზებით და თან "ფიქტიურ ქორწინებას" ჰგავს, ვერ გაფორმდება ეს „საოცნებო დოკუმენტი“ გამარჯვებად ვერ, რადგან დოკუმენტი რომელსაც ძირეული რეფორმები ვერ მოაქვს, რომელიც მოიტანდა სისტემურ ცვლილებებს, ამ ტიპის დოკუმენტს „გამარჯვებად“ ვერ გავაფორმებთ, მეტიც, ამით ოლიგარქს ვუხანგრძლივებთ სახელმწიფოში თარეშს, სასამართლოში კლანურ მმართველობას!!!!

აბა „ჟვანიამშვიდობისა“ ბატონებო!!!!! „სიბრძნე სიცრუისა“, წერს ჩარკვიანი Facebook-ზე.

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი,  ხუთ პუნქტს ითვალისწინებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system