თავში

ეს გადაწყვეტილება აუცილებელ რეფორმებთან საქართველოს დაშორების სტრატეგიის ნაწილია - იან კელი

ეს გადაწყვეტილება აუცილებელ რეფორმებთან საქართველოს დაშორების
ეს გადაწყვეტილება აუცილებელ რეფორმებთან საქართველოს დაშორების სტრატეგიის ნაწილია - იან კელი

აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარს და Twitter-ზე წერს, რომ ეს დასავლურ რეფორმებთან დაშორების სტრატეგიის ნაწილია.

"ძნელია ეს გადაწყვეტილება დაინახო სხვაგვარად, თუ არა იმ სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო დასავლეთზე ორიენტირებულ აუცილებელ რეფორმებს დაშორდეს",წერს იან კელი Twitter-ზე. 

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

31 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ გვექნება.

30 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system